ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, დანიის ელჩი სამინისტროში იმყოფებოდა

ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. ამ დროისთვის, ელჩმა უწყება უკვე დატოვა. ინფორმაცია ტაბულას სამინისტროში დაუდასტურეს.

საქართველოში დანიის სამეფოს ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ Op-Ed-ში ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოიხსენია.

ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების მოკლედ აღწერის დროს, სორენსენმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია დააფუძნა ოლიგარქმა ივანიშვილმა. 

კომენტარები