ავტოსაგზაო შემთხვევა

ექიმი მანავში მომხდარ ავარიაზე: შემოსულია ექვსი დაშავებული, მძიმე პაციენტები არიან

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ტელეკომპანიის ცნობით, ექვსივე დაშავებული საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსშია გადაყვანილი და მათგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

„საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შემოსულია ექვსი პაციენტი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რვა წლამდე ბავშვია. ერთ-ერთი პაციენტი უკვე საოპერაციოშია, მუცლის ღრუს ტრავმა აქვს და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. რამდენიმე პაციენტთან ღია მოტეხილობაა, თავის ტვინის ტრავმაა, კვლევები უტარდებათ და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. მართვით სუნთქვაზე, სუნთქვის უკმარისობით და თავის ტვინის ტრავმით მიმდინარე კომატოზური მდგომარეობით არცერთი არ არის, მაგრამ საკმაოდ საყურადღებო და მძიმე პაციენტები არიან, ერთი უკვე საოპერაციოშია როგორც გითხარით და ალბათ ღია მოტეხილობებზეც დასჭირდება საოპერაციო ჩარევა“ – ამბობს საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის დირექტორი, სულხან სამხარაძე პირველ არხთან ინტერვიუში.

ტაბულა უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები