ლელო

ხაზარაძე: ლელოს გვაქვს კომფორტი, რომ ნიკა მელიასთან ერთად ვიბრძოლოთ

ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? – იმიტომ, რომ ნიკა მეილია იბრძვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. [...] ნიკა მელია, როგორც ვიცი, აკეთებს თავის პარტიას, მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა.

თქვენ, როგორც ოპოზიციური ამომრჩეველი დაინახავთ, რომ არსებობს ორი პარტია, ნიკა მელიას პარტია და ლელო, რომლებიც შეთანხმებულია ქვეყნის მართვაზე, ძირითდ საკითხებზე, შეიძლება მთავრობის კომპოზიციაზე. [...] თუ დადგა ის მომენტი და ჩვენ დავინახეთ, ნიკაც დაინახავს და მისი პარტია, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დღეს… მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. 

თქვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სამომავლო პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით PalitraNews-ის ეთერში. 

კომენტარები