ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: სამხრეთ ლიბანში, ჰეზბოლას სამხედრო სამიზნეებზე იერიში მივიტანეთ

REUTERS/Mohamed Azakir

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათ სამხრეთ ლიბანსი მდებარე ჰეზბოლას სამხედრო სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. ბოლო დღეებში, ისრაელისა და ლიბანის საზღვართან მცირე შეტაკებები მიმდინარეობდა. 

სამხედრო სამიზნეები მოიცავს ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურას და შენობებს, სადაც ლიბანური ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ოპერირებდნენ. 

ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები განაახლა მას შემდეგ, რაც ისრაელს ჰამასი თავს დაესხა და ისრაელის იერიშებიც დიდწილად საპასუხო ცეცხლი იყო. როგორც წესი, ისრაელი საჰაერო სარაკეტო თავდასხმას ჰეზბოლას წინააღმდეგ პირველი არ ახორციელებს. 

კომენტარები