ეგვიპტე

ეგვიპტის პრეზიდენტი თანამდებობაზე მესამე ვადით აირჩიეს

Nicolas Maeterlinck/BELGA MAG/AFP/Getty Images/File

ეგვიპტის ეროვნული საარჩევნო ორგანოს განცხადებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 89.6% მიიღო და თანამდებობა მესამე ვადით დაიკავა

"ეგვიპტელები ხმის მისაცემად მოვიდნენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აირჩიონ თავიანთი პრეზიდენტი მომდევნო ვადით, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე გამოხატონ თავიანთი უარყოფა ამ არაადამიანურ ომის მიმართ [ჰამას-ისრაელის ომი]". - თქვა სისიმ შედეგების გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას. 

2019 წელს ეგვიპტეში მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც მოქმედ პრეზიდენტს აბდულ ფათაჰ ალ-სისის საშუალება მისცა პოსტზე 2030 წლამდე დარჩეს.

სისი ხელისუფლებაში 2013 წელს მოვიდა, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სამხედრო ძალებმა მისი მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გადააყენეს. სისი პირველად 2014 წელს ხმათა 97%-ით აირჩიეს, ხოლო მეორედ 2018 წლის მარტში, თუმცა მისმა ოპონენტებმა არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ზეწოლაზე საუბრობდნენ.

ამის შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები როგორც ქვეყანაში ასევე მის გარეთ საუბრობენ უფლებების უხეშ დარღვევაზე და ათობით ათასი ადამიანის უკანონო დაკავებაზე.

კომენტარები