კანდიდატის სტატუსი

პრეზიდენტი: პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ სახალხო ზეიმი იქნება - მე ვუერთდები

პრემიერმა მგონი გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი ყველასი, მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ, ყველანი უნდა ვიდგეთ ხვალ, იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ - კარგი, თუ არა ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე, ამითი იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას ყველას გილოცავთ.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხს მოუწოდა 15 დეკემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, "რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის".

კომენტარები