საგზაო შეზღუდვა

საახალწლო სამუშაოების გამო 14 დეკემბრიდან რუსთაველი და მიმდებარე ქუჩები 2 დღით ჩაიკეტება

თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში, კერძოდ 14-დან 16 დეკემბრამდე რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩებზე დროებით ჩაიკეტება.

უფრო კონკრეტულად, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 16 დეკემბრის 02:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ორივე ზოლი გადაიკეტება.

სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ლესია უკრაინკასა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზეც. გათავისუფლდება აღნიშული ქუჩების საპარკინგე ზონებიც.

აღნიშნულ პერიოდში, რუსთაველის გამზირიდან,  შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპოტო საშუალებები ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებას ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით შეძლებენ. აღნიშნული ქუჩებიდან, რუსთაველის ქუჩის
მიმართულებით, ავტომობილები 9 აპრილის ქუჩის გამოყენებით გადაადგილდებიან. ამასთან, თაბუკაშვილის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით იქნება, ნაცვლად ჯორჯაძისა.

15 დეკემბრის 10:00 საათიდან 16 დეკემბრის 01:00 საათამდე, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზთუდება და საპარკინგე ზონა გათავისუფლება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. კვლავ იგულიხმება, რუსთაველის გამზირი, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, ლესია უკრაინკას და არჩილ ჯორჯაძის ქუჩები.

მოძრაობა დროებით შეიზღუდება რუსთაველის გამზირიდან - ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ვაჩნაძის  ქუჩამდე.  

თავისუფლების მოედნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება სრულად შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მოედნიდან მეტროსადგურ რუსთაველის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გუდიაშვილის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხიასა და ინაშვილის ქუჩებით.

დამატებით, მთაწმინდის ტერიტორიიდან მეტროსადგურ რუსთაველის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის, კაკაბაძის, მაყაშვილის და ბარნოვის ქუჩების გამოყენებით. ხოლო, მეტროსადგურიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე, შემდეგ, მარცხნივ მოხვევით,  ჭანტურიასა და  ვირსალაძის ქუჩების გავლითა და შემდეგ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

შეზღუდვების შესაბამისად იცვლება ავტობუსების მოძრაობის სქემაც. რუსთაველის გამზირის გადაკეტვისას, მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტობუსების - N301, 306, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 397 კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ რუსთაველის გამზირზე არსებულ ხეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც დაუკავშირდებიან ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებენ.

უკუმიმართულებისას, N306, 310, 314, 326, 342, 352, 358, 359, 388, 397 ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენას სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო ავტობუსები: N301, 331, 337, 345 ბარათაშვილის ხიდზე მოხვედრისას მარჯვნივ, იუსტიციის სახლისკენ გადაინაცვლებენ, იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ.

კომენტარები