დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი თავის ცნობილ პიჯაკს ნაწილ-ნაწილ ყიდის

news.yahoo.com

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი გამოსახულებით 47 NFT-ის ყიდის. იმ ადამიანს, ვინც 47-ვე NFT-ის შეიძენს დონალდ ტრამპის ცნობილი პიჯაკის ნაწილი გადაეცემა. პიჯაკი ექსპრეზიდენტს იმ დღეს ეცვა, როდესაც ის ფლორიდაში დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში ცნობილი ფოტო გადაუღეს. 

დონალდ ტრამპის გამოსახულებით გამოცემული ციფრული ბარათები 99 აშშ დოლარი ღირს. ბარათებზე გამოსახულია დონალდ ტრამპის სახე, როგორს სუპერგმირის, კოვბოის ან კიბორგის. 

ერთ-ერთი NFT ტრამპის გამოსახულებით

"კარგი პიჯაკი იყო, დამიჯერეთ, ნამდვილად კარგი პიჯაკი. მას დავჭრი და თქვენ მის ნაწილებს მიიღებთ" - თქვა დონალდ ტრამპმა. 

რეკლამაში ნათქვამია, რომ NFT გამოსახულებები ამერიკის ისტორიის ყველაზე შთამბეჭდავი არტეფაქტებია. 

კომენტარები