აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-მ სანქციები რუსეთთან დაკავშირებულ 150-ზე მეტ ფიზიკური პირსა და სუბიექტს დაუწესა

REUTERS

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ფიზიკური პირსა და სუბიექტს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებასა და სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

შეზღუდვებს დაექვემდებარა სხვადასხვა ქვეყნის კომპანია, მათ შორის, ჩინეთის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებულ საამიროების, შვეიცარიის, სინგაპურის, მალდივების, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის.

როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების მიზანია მესამე ქვეყნებში სხვადასხვა პირებისა და კომპანიების საქმიანობის შეჩერება, რომლებიც რუსულ სამხედრო-სამრეწველო ბაზას ძირითადი ტექნოლოგიებით, აღჭურვილობითა და რესურსებით ამარაგებენ.

სანქციები შეეხო რუსულ კომერციულ ბანკებსა და საინვესტიციო კომპანიებსაც. 

კომენტარები