ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-მ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვეტო დაადო

უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, ხოლო ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

"ეს არ არის იზოლაციის საკითხი. ეს არის საკითხი იმის შესახებ, თუ რა არის ჩვენი აზრით საუკეთესო, რომ შევეცადოთ ამ კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებას და ასევე ხელი შევუწყოთ ღაზისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას". - თქვა ჟურნალისტებთან კენჭისყრის წინ გაეროში აშშ-ის ელჩის თანაშემწემ რობერტ ვუდმა. 

კენჭისყრის შემდეგ გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტს "შესაბამისი კონსულტაციები" ზურგს არ უმაგრებდა. მისივე თქმით, ტექსტში ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაც არ ყოფილა დაგმობილი. "სამწუხაროდ, ჩვენი თითქმის ყველა რეკომენდაცია იგნორირებული იყო. ამ დაჩქარებული პროცესის შედეგი იყო გაუწონასწორებელი გადაწყვეტილება, რომელიც რეალობასაა დაშორებული". 

გარდა ამისა, გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტის ტექსტი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჰამასის მიერ ჩადენილ სისასტიკეს არ გმობს, რის გამოც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

კომენტარები