ისრაელის ომი ტერორიზმთან

ისრაელი: ჰამასის მიერ ზავის დარღვევის შემდეგ ღაზაში 400-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ იერიში

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ღაზის სექტორის საზღვართან, 2023 წლის 14 ოქტომბერი.
AP Photo/Ariel Schalit

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰამასის მიერ ზავის დარღვევის შემდეგ, ღაზის სექტორში 400-ზე მეტ სამიზნეს დაესხნენ თავს.

ამავე ინფორმაციით, ღაზას ჩრდილოეთით ისრაელელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს მეჩეთზე, რომელსაც, IDF-ს თქმით, ისლამური ჯიჰადის ტერორისტული ჯგუფი ოპერატიულ შტაბად იყენებდა. 

ისრაელის ცნობით, საზღვაო ძალებმა იერიში ასევე მიიტანეს ჰამასის ინფრასტრუქტურაზე სამხრეთში, მათ შორის ჰამასის კონტროლირებად საზღვაო აღჭურვილობაზე.

IDF ასევე აღნიშნავს, რომ სამხედროებმა თავდასხმის შედეგად რამდენიმე ტერორისტული უჯრედი გაანადგურეს, სამიზნეებს შორის იყო ჰამასის საბრძოლო მასალის საცავი.

გასულ დღეს, 1-ელ დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რის შემდეგაც  IDF-მ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ წინააღმდეგ მოქმედებები განაახლეს.

ისრაელსა და ჰამას შორის აქამდე მუშაობდა კატარის, ეგვიპტისა და აშშ-ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც პალესტინური დაჯგუფება ისრაელს მძევლებს პატიმრებში უცვლიდა. ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება ნიშნავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთი დღით გახანგრძლივებას.

კომენტარები