TV IMEDI

ჟურნალისტმა რუსა შელიამ TV IMEDI დატოვა

რუსა შელია
Facebook/Rusa Shelia

ჟურნალისტმა რუსა შელიამ სახელისუფლებო მედია TV იმედი დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

"არც ისე ცოტა ხანია, ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემს პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან! წარმატებები ჩვენს ქვეყანას დასავლურ გზაზე!" - წერს შელია.

TV იმედში მუშაობისას შელია პოლიტიკურ ამბებს აშუქებდა, მოგვიანებით კი ტელეკომპანიის ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტი გახდა.

მარტის მოვლენებისას ჟურნალისტმა Facebook-სტატუსით რუსული კანონიც გააპროტესტა.

კომენტარები