ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-მა ბრძოლის არეალების ხალხისთვის შესატყობინებლად ღაზის სექტორის ზონების რუკა გაავრცელა

IDF

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მცირე ზონებად დაყოფილი რუკა გაავრცელა, რომლის საშუალებითაც ისრაელი ღაზის მოსახლეობას ბრძოლის აქტიური არეალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის

ისრაელის თავდაცვის ძალები პალესტინელებს სთხოვს ყურადღება მიაქციონ რუკების ზონებს და იცოდნენ რომელ ზონაში იმყოფებიან. 

ისრაელის თავდაცვა ამ რუკას მომავალში გამოიყენებს ზუსტად მისათითებლად, თუ სად იქნება აქტიური საბრძოლო მოქმედებები და შესაბამისად, რა ზონიდან არის საჭირო ევაკუაციის დაწყება. ისრაელი ომის დაწყების შემდეგ ითხოვს მასობრივ ევაკუაციას ჩრდილოეთიდან სამხრეთში. გავრცელებული ინფორმაციით, IDF-ი თვლის, რომ ზონებად დაყოფა უფრო ეფექტური იქნება და მათ საშუალებას მისცემს სახმელეთო ოპერაცია სამხრეთისკენაც გააფართოვონ. 

"ღაზის სექტორის ხალხი ჩვენი მტერი არ არის. ამიტომ, ამ დილას IDF-მა დაიწყო კონტროლირებული ევაკუაციის ოპერაცია, რათა ისინი მაქსიმალურად მოაშორონ აქტიური ბრძოლის ადგილებს" - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის განცხადებაში. 

კომენტარები