ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იერუსალიმში ტერორისტულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 6 სროლისას დაიჭრა

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახური ტერორისტული თავდასხმის ადგილზე

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიჭრა. 24 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ორი ხანდაზმული პირი კი საავადმყოფოში მძიმე დგომარეობაში იყვნენ, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მანამდე, მედიაში იერუსალიმში სროლის შესახებ ცნობები გავრცელდა. პოლიციის თქმით, ორი თავდამსხმელი "ადგილზე გაანეიტრალეს".

ისრაელური მედიის მიხედვით, სროლა ავტობუსის გაჩერებასთან დაიწყო. სასწრაფო დახმარების სამსახურის თქმით, დაჭრილთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

მასალა განახლებადია

კომენტარები