აშშ-აზერბაიჯანი

ალიევი ბლინკენს: აშშ-ს ქმედებებმა და განცხადებებმა ჩვენი ურთიერთობა სერიოზულად დააზიანა

27 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილხამ ალიევსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ალიევმა ბლინკენს უთხრა, რომ აშშ-ს ბოლო დროინდელი ქმედეებებმა და განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს.

ალიევის თქმით, სახელმწიფო მდივნის ასისტენტის, ჯამეს ობრაიენი კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის 15 ოქტომბრის მოსმენაზე აზერბაიჯანზე მიკერძოებულად საუბრობდა და სწორად არ აღწერდა რეალობას. 

ამავდროულად, პრეზიდენტის ოფისის განცახდებაში ნათქვამია, რომ აშშ-მ დიპლომატიური მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთს, ამერიკელი თანამდებობის პირები კი კონფლიქტიდან რამდენიმე დღეში ერევანში ჩავიდნენ.

კომენტარები