ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დააანონსა.

გადაწყვეტილების მიზეზად 28-30 ნოემბერს რუსეთის ტერიტორიაზე, მეცნიერებისა და ხელოვნების პარკ სირიუსში ახალგაზრდა მეცნიერების მესამე კონგრესი სახელდება.

დე ფაქტო უწყების ცნობით, სატრანსპორტო გზების უსაფრთხოებისა და მოძრაობის წესების დარღვევებისგან პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან საგზაო პოლიციის პოსტი Холодная речка ამოქმედდა.

სირიუსი, რომელიც კრასნოდარში მდებარეობს, რუსეთში გახსნილი პირველი მულტიფუნქციური პარკია. რუსული მედიის ცნობით, ახალგაზრდა მეცნიერების კონგრესზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვა.

კომენტარები