კანდიდატის სტატუსი

ღარიბაშვილი: სტატუსზე პასუხის შემდეგ გვინდა გავმართოთ სახალხო, ეროვნული ზეიმი

იცით, რომ დეკემბერში უკვე 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჯგუფში მსჯელობა, პარლამენტთანაც მქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება 14-ში ან 15-ში - ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15 დეკემბერს მოხდება ეს, გვინდა გავმართოთ საერთო, სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგი.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები