კრიმინალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით კაცი დააკავეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. 

უწყების მითითებით, 1970 წელს დაბადებული ბრალდებული ბ.ი წარსულშიც იყო ნასამართლევი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგონას აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით 
მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები