მოლდოვა-რუსეთი

მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ინდივიდუალურ სანქციებს შეუერთდა

Sputnik Moldova

მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ინდივიდუალურ სანქციებს შეუერთდა. შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს ქვეყნის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ნიკოლაი პოპესკუ.

"ვუერთდებით ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებას[...] ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას". – წერია დოკუმენტში.

ამ დროისთვის ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში არის 1800-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირი. მათ შეზღუდული აქვთ გადაადგილება და გაყინული აქვთ საბანკო ანგარიშები.

ცოტა ხნით ადრე მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ საბანკო სანქციებსაც შეუერთდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით მოლდოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი "მტრული ნაბიჯია" ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

კომენტარები