ლაზარე გრიგორიადისის საქმე

სარჯველაძე გრიგორიადისზე: შეწყალება მოლოტოვის კოქტეილის სროლის წახალისება იქნება

ისეთი პოლიტიკური აქტებით, როგორიც არის შეწყალება, როგორიც არის ნებისმიერი ლმობიერი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს და ითარგმნებოდეს, როგორც მხარდაჭერა მოლოტოვის კოქტეილების სროლის, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი რამ და ეს მიუღებელი იქნება, უპირველესად, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტისგან. 

დღეს, ამ პირობებში, ასეთი შეწყალების გამოყენება, მე პირადად მგონია, რომ გამოიწვევს ერთგვარად წახალისებას და მხარდაჭერას იმ საქმისა, რასაც ჰქვია მოლოტოვის კოქტეილის სროლა. ამ პოზიციის დაფიქსირება არის უაღრესად დიდი მნიშვნელობისა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება იქნება, ამ თვალსაზრისით, უაღრესად დიდი შეცდომა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხზე.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

კომენტარები