თამაზ გინტურის მკვლელობა

გრეგოროვა: საბჭოს მოვუწოდებ, გინტურის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები დაასანქცირონ

ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ქართველებო, პირველ რიგში, მინდა თამაზ გინტურის ახლობლებს მივუსამძიმრო. ფიქრებით თქვენთან ვარ. მე არ განვარჩევ ძალით ერთი უდანაშაულო სიცოცხლის მოსპობას ათასისგან. მომხდარს თანაბრად მტკიცე რეაქცია უნდა მოჰყვეს. როცა რუსულმა ჯარებმა უკრაინელ მეზობლებს სროლა დაუწყეს, ჩვენ სწრაფად შევძელით რეაგირება და დავასანქცირეთ. ჩვენს სამეზობლოში კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთი კლავს და იტაცებს. უფრო შორს არის საქართველო? დიახ. ამას რამე მნიშვნელობა აქვს? არა. საბჭოს მოვუწოდებ, სანქციების პაკეტს დაამატოს ან ახალ პაკეტში შეიყვანოს ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან თამაზის სიკვდილსა და ქართველების ტანჯვაში. კრემლს სურს, რომ მათ შიშში იცხოვრონ, რომ ჩვენზე და ევროპულ მომავალზე უარი თქვან. მიეცით მათ გამბედაობა და პუტინი დამარცხდება

თქვა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია განიხილეს.

კომენტარები