ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: მელია პარტიიდან, ფაქტობრივად მისივე გადაწყვეტილებით, არის გარიცხული და გარიყული

ეს კონკრეტული ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილი აუცილებლად გაასაჯაროებს, ან არადა მოგვიწევს ჩვენც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.

ნიკა მელია პარტიაში ამ დროისთვის, ფაქტობრივად მისივე გადაწყვეტილებით, არის გარიცხულიც და გარიყულიც, რაც შეეხება იურიდიული პროცედურა თუ გაინტერესებთ, თუ მელია მოგვმართავს ამასთან დაკავშირებით და მის სტატუსთან დაკავშირებით აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს. 

მან რომ მიიღოს მანიფესტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომ ხელს აწერს, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, მობრძანდეს თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა, თუ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს ის უკვე დიდი ხანია გარიცხულია, რაც თქვენ გაინტერესებთ იურიდიულად, მგლის ბილეთი, დააინტერესებს, მოგვწერს, გავცემთ შესაბამის პასუხს.

უთხრა ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები