საფრანგეთი

ფრანგ სენატორს ქალ კოლეგაზე ძალადობის მიზნით მის სასმელში ნარკოტიკის ჩაყრას ედავებიან

ჟოელ გერიო, საფრანგეთის სენატის მდივანი
Niviere David/Abaca Press/Shutterstock

ფრანგ სენატორს, 66 წლის ჟოელ გერიოს ასევე სენატის წევრზე, 48 წლის სანდრინ ჟოსოზე სექსუალური ძალადობის მიზნით მის სასმელში ნარკოტიკული საშუალების ჩაყრას ედავებიან.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, გაურია თუ არა გერიომ ჟოსოს სასმელში მისი გაუპატიურების მიზნით ისეთი ნივთიერება, რომელიც ქალს საკუთარ ქმედებებზე კონტროლს დააკარგვინებდა. 

ჟოსოს ადვოკატმა ფრანგულ მედიას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გერიოს სახლში შამპანურის დალევის შემდეგ ცუდად გახდა. მისივე თქმით, სენატორმა ნახა რომ გერიოს ჰქონდა პატარა ცელოფნის პარკი თეთრი ნივთიერებით, რაც უჩენს ეჭვს, რომ გერიომ მიზანმიმართულად მოწამლა.

ჟოელ გერიომ ბრალდებები უარყო. მისი ადვოკატის თქმით, ის "იბრძოლებს, რათა დაამტკიცოს, რომ არასდროს უნდოდა მისი კოლეგისა და დიდი ხნის მეგობრისთვის ძალადობის მიზნით ნივთიერების მიწოდება".

პარიზის პროკურორმა დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო გერიოს ჟოსოსთან და თვითმხილველებთან კომუნიკაცია ეკრძალება. 

ჟოელ გერიო კონსერვატიული პარტიის ორიზონის წევრია, სანდრინ ჟოსო კი ცენტრისტული დემოკრატიული მოძრაობის. ორივე პარტია საფრანგეთის ამჟამინდელი მმართველი კოალიციის წევრია. ორიზონის წარმომადგენლის თქმით, გერიოს თანამდებობა დაუყოვნებლივ შეუჩერეს.

კომენტარები