ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

თეთრმა სახლმა ილონ მასკის ანტისემიტური განცხადება დაგმო

REUTERS/Gonzalo Fuentes/File Photo Acquire Licensing Rights

თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმობილია ილონ მასკის ანტისემიტური სიტყვები. ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) დაეთანხმა პოსტს, რომელშიც ეწერა, რომ "ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ". 

თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, მასკის სიტყვები ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობაა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის მთავარ ღირებულებებს. 

"მიუღებელია ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტყუილის გამეორება ანტისემიტიზმის ფატალური აქტის შემდეგ, მით უფრო ებრაელი ხალხისთვის უმძიმესი დღიდან ერთი თვის შემდეგ" - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ენდრიუ ბეითსმა.

სოციალურ ქსელ X-ის წარმომადგენლებს ილონ მასკის პოსტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. X-ის გენერალურმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ თქვა, რომ ქსელის პოლიტიკა მიმართულია ბრძოლისკენ ანტისემიტიზმის და სიძულვილის მიმართ.

კომენტარები