რომ დამენახა, ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ ნაბიჯებს დგამს, პირველი მე ვიქნებოდი ეკლესიიდან, ვინც ხმას ამოიღებდა. იცით, რომ ცერემონიები არ მიყვარს და აუცილებლად ვიტყოდი, ცოტა ხისტი და უხეშიც ვიქნებოდი. დღევანდელ პირობებში, მე ვერ ვხედავ ამის საშიშროებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამერიკასთან საუკეთესო ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ევროპისკენ სწრაფვა ნიშნავს, რომ ყველანაირად განვვითარდეთ, მაგრამ ევროპასაც ბევრი აქვს ჩვენგან სასწავლი. ასევე, ნებისმიერ ქვეყანასთან. რუსეთს რა ვუყოთ? ფარდა ხომ არ არის, გადავწიოთ. რუსეთთანაც უნდა გვქონდეს ისეთი ურთიერთობა, მომავალში, ეს არევდარევა რომ დამთავრდება, შევძლოთ მათთან საუბარი, რომ აფხაზეთიც უნდა დავიბრუნოთ და ცხინვალის რეგიონიც. ამიტომ, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და კავკასიის ხალხებთან, ყველასთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა.
tbl.ge/6lq0
დაკოპირდა

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტვ იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
- მეუფე იაკობი: ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს
- მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ, მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ
- მეუფე იაკობი: ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმიტომ, რომ ევროპარლამენტში რაღაცა იყვირონ
- მეუფე იაკობი: პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?




