თბილისის მერია

2024 წელს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

georgiantravelguide.com

2024 წელს თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას დაიწყებს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდება. თავდაპირველად, ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობები მოწესრიგდება, ბოლოს კი უკვე საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები.

"მერიის ინიციატივით, 2024 წლიდან თბილისის განვითარების ფონდი რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი, რაც გაკეთდება, არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება იქნება. გავაკეთებთ მათ დაზიანებულ სახურავებს, ფასადებს, წყალსაწრეტ ღარებს, კონსტრუქციულ ნაწილებს. ასევე, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადზე ქაოტურად არსებული კომუნიკაციების ქსელები

"შემდეგი და ბოლო ეტაპი უკვე საგზაო ინფრატრუქტურის მოწესრიგება იქნება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. რუსთაველზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, იმის გამო, რომ კომუნიკაციის დაზიანების გამო ასფალტის გამორეცხვა ხდება". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირის სარეაბლიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.

კომენტარები