გრემი 2024

2024 წლის გრემის ნომინანტები ცნობილია

ლიდერები 66-ე გრემის დაჯილოების ნომინანტებს შორის: SZA, ოლივია როდრიგო და ტეილორ სვიფტი
Jemal Countess/Getty Images, NDZ/Star Max/GC Images, Christopher Polk/PMC/Getty Images

2024 წლის მუსიკალური დაჯილდოება გრემის ნომინანტები ცნობილია. რიგით 66-ე დაჯილდოების ლიდერი 9 ნომინაციით SZA გახდა. მეორე ადგილს კი შვიდი ნომინაციით ფიბი ბრიჯერსი იკავებს. 6 ნომინაციით მესამე ადგილს იზიარებენ ოლივია როდრიგო, ტეილორ სვიფტი, boygenius, ბრენდი კლარკი და ვიკტორია მონე.  

გრემის მომავალ დაჯილდოებაზე სამი ახალი კატეგორიის დებიუტი შედგება: საუკეთესო აფრიკული მუსიკის პერფორმანსი, საუკეთესო ალტერნატიული ჯაზის ალბომი და საუკეთესო პოპის ცეკვის ჩანაწერი. 

ამასთან, ერთი ნომინაცია თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმაც დაიმსახურა. ორკესტრის მიერ პიანისტ ივან ლინთან ერთად ჩაწერილი ალბომი, My Heart Speaks, საუკეთესო ლათინო ჯაზის ალბომის კატეგორიაში არის წარდგენილი. 

ძირითადი კატეგორიების ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:

წლის ჩანაწერი

Worship - ჯონ ბატისტი

Not Strong Enough - boygenius

Flowers - მაილი საირუსი

What Was I Made For? - ბილი აილიში

On My Mama - ვიკტორია მონე

Vampire - ოლივია როდრიგო

Anti-Hero - ტეილორ სვიფტი

Kill Bill - SZA

წლის ალბომი

World Music Radio - ჯონ ბატისტი

the record - boygenius

Endless Summer Vacation - მაილი საირუსი

Did You Know That There's A Tunnel Under Ocean Blvd - ლანა დელ რეი

The Age Of Pleasure - ჟანელ მონე

GUTS - ოლივია როდრიგო

Midnights - ტეილორ სვიფტი

SOS - SZA

წლის სიმღერა

A&W - ლანა დელ რეი

Anti-Hero - ტეილორ სვიფტი

Butterfly - ჯონ ბატისტი

Dance the Night - დუა ლიპა

Flowers - მაილი საირუსი

Kill Bill - SZA

Vampire - ოლივია როდრიგო

What Was I Made For? - ბილი აილიში

საუკეთესო ახალი არტისტი

გრეისი აბრამსი

Fred again..

Ice Spice

Jelly Roll

კოკო ჯონსი

ნოა კანი

ვიკტორია მონე

The War And Treaty

 

ნომინანტთა სრული სიის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები