ბოკერია ენმ-ის რეზოლუციაზე: რეჟიმის მიმართ ახლა ამის მოწოდება გულუბრყვილობა ან პოპულიზმია

ეს ინსტრუმენტი, რომელიც ევროპული საქართველოს ინიციატივით შეიქმნა, რა თქმა უნდა, ნორმალური მთავრობის პირობებში იქნებოდა ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ზოგადი პოლიტიკისა, რომლითაც მტერს ეცოდინებოდა, რომ ნებისმიერი ბოროტება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდენს, პოლიტიკურ ხელისუფლებას ფასი დაუჯდება საერთაშორისო ასპარეზზე და ადგილზე შემსრულებლებს სამიზნე ექნებათ პოლიტიკურად დახატული შუბლზე მთელი ცხოვრება, სანამ არ მიწვდება ქართული სახელმწიფო მათ. მაგრამ ამ რეჟიმის პირობებში, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომელმაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს და ჩვენ შეკრულებად მოგვნათლა ამ ინსტრუმენტის შექმნის ინიციატივის გამო, რეჟიმის მიმართ ახლა ამისკენ მოწოდება, კარგ შემთხვევაში, გულუბრყვილობაა, ხოლო ცუდ შემთხვევაში, პოპულიზმი.

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება ენმ-ის სარპლამენტო გუნდის რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც "საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჯეროვანი რეაგირება ექნება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე". ენმ-ის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა მოუწოდებს მთავრობას, აამოქმედოს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" და მასში შეიყვანოს თამაზ გინტურის მკვლელები.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო 2018 წელს. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

კომენტარები