მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებისა შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებების, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ, და კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ დღევანდელ აღიარებას.
შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან საქართველომ ვერ მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი, ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ვართ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე, მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება, ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა, ეს არის უდავოდ ძალიან ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.





