ანტისემიტიზმი

ინდიანაპოლისში ქალი მანქანით ანტისემიტურ ცენტრში შევარდა, რომელიც ებრაელების შენობა ეგონა

INDIANAPOLIS METROPOLITAN POLICE DEPARTMENT•GOOGLE MAPS

ინდიანაპოლისში პალესტინელი ქალი მანქანით ერთ-ერთ შენობაში შეიჭრა, რომელიც მას ადგილობრივ ებრაელთა ცენტრი ეგონა. შენობა ანტისემიტური ჯგუფის მიერ აღმოჩნდა დაკავებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ინდიანაპოლისის ებრაული საზოგადოების ურთიერთობების საბჭოს ცნობით, პალესტინური წარმოშობის რუბა ავნი ალმაგთეჰი შენობაში შეიჭრა, სადაც ორგანიზაცია შავკანიანი ებრაელების (Black Hebrew Israelites) ცენტრი მდებარეობს. ორგანიზაცია შავკანიანი ებრაელები ახალი რელიგიური მოძრაობაა, რომელიც ამტკიცებს რომ აფროამერიკელები ძველი ისრაელიტების შთამომავლები არიან. ებრაული ორგანიზაციების მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაციის იდეოლოგია ანტისემიტიზმსა და შავკანიანთა უპირატესობის იდეებზეა დაფუძნებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის კარებზე დავითის ვარსკვლავის მსგავსი სიმბოლო იყო გამოსახული, რამაც, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი ქალი დაარწმუნა, რომ ადგილობრივი ებრაელების ცენტრში იჭრებოდა. 

ინდიანაპოლისის ტელევიზიის ცნობით, ალმაგთეჰმა პოლიციას უთხრა, რომ ეს ყველაფერი ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო ჩაიდინა. 

კომენტარები