თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ

თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ - ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი Facebook გვერდზე ავრცელებს

პროფკავშირების ცნობით, გაფიცულები ხელფასების ზრდას ითხოვენ და აღნიშნავენ რომ, სამუშაო მოცულობის ზრდასთან ერთად არ შეცვლილა მათი ანაზღაურებაც და ის დაახლოებით, 500 ლარს შეადგენს. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაფიცული თანამშრომლები მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრები არიან, შესაბამისად, გაფიცვაც მათივე ორგანიზებულია. 

მათივე თქმით, გაფიცვის შესახებ დამსაქმებლისთვის გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ, ოპერისა და ბალეტის თეატრიდან ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ორგანიზაცია გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასაც მოითხოვს.  

"მიუხედავად მედიაციის უშედეგოს დასრულებისა, მოვუწოდებთ დამსაქმებელს დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები" – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები