თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

65 წლის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანის ოტელო ბრუნდება

Opera.ge

65 წლის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანის ლეგენდარული ბალეტი ოტელო ბრუნდება.

ახალი ქორეოგრაფიული ვერსია, ლიბრეტო და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, ბალეტის დამდგმელი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. სცენოგრაფია და კოსტიუმები აღდგენილია სოლიკო ვირსალაძის ესკიზების მიხედვით. 

მთავარ როლებს ასრულებენ:

ოტელო – ამილკარ მორეტ გონსალესი

დეზდემონა – ეკატერინე სურმავა

იაგო – ჯუზეპე პიკონე

ემილია – ნინო სამადაშვილი

ვახტანგ ჭაბუკიანი მსოფლიო დონი ქართველი ბალერონია, ოტელო მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დადგმაა.

განახლებული ოტელოს პრემიერა მიმდინარე წლის 13 მაისს არის დაგეგმილი.

კომენტარები