ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

წითლიძე: კანდიდატის სტატუსის მიღება არაფერია, თუ ქვეყანაში არ გატარდება რეფორმები

ჩვენ ყოველთვის, როდესაც კანდიდატის სტატუსზე და ამ შესაძლებლობაზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვამბობდით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, თუ ამ ქვეყანაში არ გატარდება დემოკრატიული რეფორმები, არაფერია და დარჩება მხოლოდ სტატუსად. არაერთი მაგალითი მოგვიყვანია ამასთან დაკავშირებით, [არის] ქვეყნები, რომლებსაც წლებია, კანდიდატის სტატუსი აქვთ და ჯერ კიდე ვერ გამხდარან ევროკავშირის წევრები. ამიტომაც, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის შესაძლებლობა, იმისთვის, რომ ქვეყანამ გაატაროს აქტიური რეფორმები.

გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს.

კომენტარები