კანდიდატის სტატუსი

მანჯგალაძე: თუ რუსული რეჟიმი იქნება, მარტო კანდიდატის სტატუსი ვერ დაგვეხმარება

თუ რუსული რეჟიმი იქნება, თავისთავად, მარტო კანდიდატის სტატუსი ვერ დაგვეხმარება. კანდიდატის სტატუსი არის ცალი ფრთა. იმისთვის, რომ ქვეყანამ ფრენა დაიწყოს, მეორე ფრთა სჭირდება. მეორე ფრთა რა არის? ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის ნების რეალიზება. ხელისუფლებამ ეს პროცესი ცალი ფრთის იმედად დატოვა, ჩვენ კი ორი ფრთა გვჭირდება, რომ გავფრინდეთ [...] ვეთანხმები იდეას, რომ ევროპის ნებას საქართველოს ხელისუფლების ნება უნდა დაემთხვეს, რომ საქართველო ევროპისკენ გაფრინდეს. ცალი ფრთით დიდი ხანი ვერ გაფრინდები. 

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

კომენტარები