ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გვარდიამ მაჰაჩყალის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეჭრილი ბრბოს დაკავება დაიწყო (VIDEO)

მაჰაჩყალის აეროპორტი

სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებს რუსეთის ეროვნული გვარდიისა და უშიშროების ძალები მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტში შეჭრილი ბრბოს.

ვიდეომასალას თვითმფრინავში ჩაკეტილი მგზავრი ავრცელებს:

ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, მაჰაჩყალის აეროპორტში ამ დროისთვის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

29 ოქტომბერს დაღესტნის ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტში ანტისემიტურად განწყობილი ბრბო შეიჭრა. ისინი ისრაელიდან ჩამოსულ ებრაელებს ეძებდნენ.

კომენტარები