ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მგზავრები თვითმფრინავში ჩაიკეტნენ - რუსი ანტისემიტები აეროპორტში ებრაელებს ეძებენ

მაჰაჩყალის აეროპორტი

რამდენიმე წუთის წინ დაღესტნის მაჰაჩყალის აეროპორტში შეჭრილი ანტისემიტური განწყობების მქონე ბრბოს შესახებ ცნობები გავრცელდა, რომლებიც თელ-ავივიდან ჩამოსულ მგზავრებს ეძებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გაარღვია აეროპორტთან შეკრებილმა ბრბომ ბარიერები და აეროპორტის საფრენ ბილიკზე შეიჭრა.

ვიდეოებში რუსი ანტისემიტები თვითმფრინავის მგზავრებს ეძებენ, რათა ებრაელები გამოიჭირონ:

"-ყველა მგზავრი გაიქცა, სიმართლეს ვამბობ!

-და სად წავიდნენ?" - ისმის X-ზე გავრცელებულ ვიდეოში, სადაც თვითმფრინავთან შეკრებილი ბრბო ჩანს.

კომენტარები