ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში აგრესიული ბრბო შევარდა და ისრაელელებს ეძებს

მაჰაჩყალის აეროპორტი

29 ოქტომბერს დაღესტნის ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტში ანტისემიტურად განწყობილი ბრბო შეიჭრა. ისინი ისრაელიდან ჩამოსულ ებრაელებს ეძებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ პალესტინის მხარდასაჭერი ანტისემიტური აქციის დემონსტრანტებმა მაჰაჩყალის აეროპორტის ასაფრენ ბილიკამდე შეაღწიეს და თვითმფრინავის მგზავრებს შორის ებრაელების პოვნა ჰქონდათ განზრახული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მგზავრები თვითმფრინავებში ჩაიკეტნენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აეროპორტში გაგზავნილია დამატებითი უშიშროების ძალები და რუსეთის ეროვნული გვარდიის დანაყოფები.

X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს მაჰაჩყალის აეროპორტში შეჭრილი ბრბო:

რუსეთის ქალაქ მაჰაჩყალაში უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი პრო-პალესტინური და ანტისემიტური აქციები იმართება.

მასალა განახლებადია

კომენტარები