ჯო ბაიდენი

გამანადგურებლებმა ბაიდენის რეზიდენციასთან სამოქალაქო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დელავერში, საკუთარ რეზიდენციაში გამგზავრებამდე ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებას ტოვებს, 2023 წლის 27 ოქტომბერი
Susan Walsh/AP

შაბათს, 28 ოქტომბერს აშშ-ს მოიერიშე თვითმფრინავებმა დელავერის შტატში, ჯო ბაიდენის ვილმინგტონის რეზიდენციის ჩრდილოეთით სამოქალაქო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს.

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების უფროსის, ენტონი გუგლიელმის თქმით, სამოქალაქო თვითმფრინავი აკრძალულ საჰაერო ზონაში ადგილობრივი დროით 14:00 საათის შემდეგ შევიდა. მოიერიშეების მიერ გზის გადაჭრის შემდეგ, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა ახლომდებარე აეროპორტში.

"ამ ინციდენტს დაცვის ქვეშ მყოფის გადაადგილებაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია და შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აგენტები ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გამოძიებას აწარმოებენ". - თქვა გუგლიელმიმ.

28-29 ოქტომბრის შაბათ-კვირას აშშ-ს პრეზიდენტი ვილმინგტონში ატარებს. ინციდენტის შემდეგ, შაბათ საღამოს ბაიდენი ეკლესიაში ღვთისმსახურებას დაესწრო.

კომენტარები