ისრაელის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე, ირანმა ისპაანში, ქვეყნის ცენტრში სახმელეთო ძალების ორდღიანი მართომასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარება დაიწყო.
წვრთნების მთავარ ეტაპზე მობილურმა მოიერიშე ბრიგადებმა, ჯავშნოსანმა დივიზიებმა და ვერტმფრენების ესკადრილიებმა შაფაქის, ალმასა და დეჰლავიეს ტიპის გაუმჯობესებული რაკეტები გამოსცადეს, 8-20 კილომეტრით დაშორებულ სამიზნეებზე, როგორც ამის შესახებ ირანის სამთავრობო მედიამ დაწერა.
ირანის საჰაერო ძალების მეთაურმა, იუსეფ ღორბანიმ აღნიშნა, რომ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღებულმა ვერტმფრენებმა. სამხედრო მაღალჩინოსნის მტკიცებით, ირანს დასავლეთ აზიაში "ვერტმფრენების უკონკურენტო ძალა" აქვს.
გასულ დღეებში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ მათი მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ძალებზე თავდასხმები გაგრძელდებოდა, თეირანი პასუხს მიიღებდა.





