კანდიდატის სტატუსი

პრემიერი: შიდა და გარე მტრების მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს

ეს სამწუხარო ფაქტია, ეს არის აღიარება და მე მინდა, აღვნიშნო, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო ქმედება და საქციელი.

მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, მიუხედავად ჩვენი გარე და შიდა მტრებისა და ამდენი დესტრუქციის და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს, მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძის გაკეთებულ განცხადებაზე. კერძოდ, სამნიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ არჩევნებამდე უნდა გადავადდეს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება. მან პალიტრანიუსის ეთერში აღნიშნა, რომ ამის შესახებ უცხოელ პარტნიორებს ზოგიერთი ოპოზიციონერი დახურულ კარს მიღმა ესაუბრება. 

კომენტარები