NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ირაკლი ბებუას საქმე

არ გავჩერდებით, სანამ თავისუფალი არ იქნება - ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან

სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2023 - 20:10
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა
tbl.ge/6kif
დაკოპირდა

პარლამენტთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების და ირაკლი ბებუას ოჯახის "უპირობო მოთხოვნა" უკანონო პატიმრის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა. ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების შეფასებით, სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულება აქვს ოჯახის მიმართ.

"ჩვენი სახელმწიფო არაა უნარიანი, სამი წლის თავზე საკუთარი მოქალაქე გადმოიყვანოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რასთან გვაქვს საქმე - უუნარო სახელმწიფოსთან თუ არასაკმარის მონდომებასთან? ამ კითხვაზე ვერ ვცემ პასუხს და თქვენთვის მომინდია.

ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი - ოჯახი არ გაჩერდება, სანამ ირაკლი არ იქნება გათავისუფლებული, ვთხოვთ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, იმიტომ, რომ კარგად ვიცით, აქვთ შესაძლებლობები, რომ იმოქმედონ და გადმოიყვანონ ირაკლი ჩვენთან, მოვითხოვთ, მოხდეს სასწრაფოდ მისი გადმოყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე" - თქვა ირაკლი ბებუას ოჯახის წევრმა, თამუნა ბებუამ.

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის მიერ ე.წ სიმბოლიკის დაწვისთვის დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ "არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით".

2020 წლის 30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგამოძიებო სამსახურების მტკიცებით, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.  ირაკლი ბებუას 9-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს. 

  • ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ხედვა
ირაკლი ბებუას საქმეირაკლი ბებუააქცია პარლამენტთან

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 23 ოქტომბერი, 2023 - 14:45ბოკერია ბებუაზე: საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, მომავალში რომ არ მოხდეს ასეთი შემთხვევები

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:13

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 9 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო – POG
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 15:55

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 9 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო – POG

STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის  ერთობლივი პროექტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 15:29

STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი

CENTCOM: აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალ ტალღას ახორციელებს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 15:11

CENTCOM: აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალ ტალღას ახორციელებს

სუხიშვილები, "ცეკვაში თქმულნი" - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 14:55

სუხიშვილები, "ცეკვაში თქმულნი" - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი (რ)

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
4NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕