ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი და ჰამასი ერთმანეთს ჰგვანან. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ჰადსონის ინსტიტუტში საჯარო ლექციის დროს ისაუბრა.
"რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, ჰამასს კი ირანის მხარდაჭერით, სურს გაანადგუროს ისრაელი. ირანი ჰამასის მფარველია, ცეცხლზე ნავთის დასხმა სურს. რუსეთი ირანისგან შეიარაღებას ყიდულობს და ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. რუსეთი და ჰამასი ერთმანეთს ჰგვანან". - ამბობს ფონ დერ ლაიენი.
ფონ დერ ლაიენის თქმით, თეირანიდან მხარდაჭერელი ტერორისტები არასდროს გაჩერდებიან, ისრაელს კი თავდაცვის უფლება აქვს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში/
"ტერორისტები, რომლებმაც მხარს უჭერებენ მათი მეგობრები თეირანში, არასოდეს გაჩერდებიან. შესაბამისად, ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ამ საშინელების წინაშე დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება არსებობდეს – ჩვენ ისრაელის მხარეს ვართ". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

