წყალმომარაგების შეზღუდვა

ვაკე-საბურთალოს ნაწილს წყალმომარაგება 11 და 13 საათით შეუწყდება

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს უნივერსიტეტის ქ. N15ა-თან ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარების გამო ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება 10:00 -დან 21:00-მდე:

ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზას, უნივერსიტეტის ქ. N42-60(ლუწები) N 2,8,15, 17, 19, 22, ლევან ალექსიძის, ჯურხა ნადირაძის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, გიორგი დანელიას,ბაგებში უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელს (წყნეთის გზატკეცილი 2, 3, 4, 5კორპუსები), წყნეთის გზატკეცილი N65,67.

GWP-ის განცხადებით, წყლის მიწოდება შეწყდება საბურთალოს რაიონშიც, მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარების გამო.

 20 ოქტომბრის 23:00-დან 21 ოქტომბრის 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მიცკევიჩის N 26-72 (ლუწებს) N 25ბ-69 (კენტებს), ტანძიას, ბურძგლას, ტაშკენტის N10, 10ა, 10ბ, 10გ, ჯანო ბაგრატიონის N6 ქუჩებს, ყაზბეგის გამზ. N 12, 16, 18.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით გავუგზავნით" - წერს კომპანია. 

კომენტარები