პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პრეზიდენტი: ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, პროკურატურის ხსენებამ?

მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა. მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას.

მე, მისი შთამომავალი, როგორ გგონიათ. რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ.

ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო? ისე, როგორც თავის დროზე, გავიყვანე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის პროცედურის განხილვისას. 

იქამდე, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სამართლებრივად პასუხის გაცემა" გაუჭირდება, მაგრამ "სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება, შეიცავდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს". მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს "ნაცმოძრაობის იმედი კვლავაც აქვს, ერთადერთი, რის იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება".

კომენტარები