ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჰაერო იერიშით ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ორი სამხედრო მეთაური მოკლეს. ინფორმაციას თავად ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის მხარის ცნობით, საჰაერო ძალების თავდასხმისას მოკვდა ქალაქ ღაზას ბრიგადის ანტისატანკო სარაკეტო სისტემის მეთაური მუჰამად ავდალაჰი. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმას ემსხვერპლა ჰამასის საზღვაო ძალების მეთაური აკრამ ჰიჯაზი. ორივე პირი ისრაელის სამხედრო სადაზვერვო დეპარტამენტის სამიზნეებს წარმოადგენდა. სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ისრაელის ძალების წარმატებული საჰაერო თავდასხმის ამსახველი ვიდეო.
IDF-ის ცნობით, მათ ასევე იერიში მიიტანეს სამეთაურო ბაზაზე, ანტისატანკო სარაკეტო სისტემების გამშვებ პუნქტებზე და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის მიწისქვეშა გვირაბებზე.





