ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იორდანიაში დაგეგმილი საერთაშორისო სამიტი გაუქმდა

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი 
REUTERS/Alaa Al Sukhni/File Photo 

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აიმან საფადის თქმით, დაგეგმილი სახელმწიფოთაშორისი სამიტი, სადაც აშშ-ს, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს გაუქმდა.

იორდანიის მხარის მტკიცებით, სამიტის გაუქმების და უვადოდ გადადების მიზეზი ისრაელის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტაა, სადაც 17 სექტემბრის ღამეს ღაზის ტერიტორიაზე აფეთქებული საავადმყოფო იგულისხმება. ჰამასის მტკიცებით, აღნიშნული აფეთქება ისრაელის საჰაერო თავდასხმას მოჰყვა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნებიან, რომ გაუმართავი რაკეტა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა ჯიჰადმა ისროლა და საავადმყოფო ამის შედეგად აფეთქდა. 

"პალესტინელ და ეგვიპტელ ძმებთან კონსულტაციის და აშშ-სთან დისკურსიის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ჩავატაროთ სამიტი. ჩვენ ამ სამიტით გვსურს, რომ მივიღოთ გადაწყვეტა, რაც ომს შეაჩერებს" - თქვა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადმა. 

კომენტარები