რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ ადასტურებს, რომ კიევისთვის დაპირებული 31-ვე Abrams-ის ტანკი უკრაინაშია

REUTERS/Ints Kalnins/File Photo

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის დაპირებული 31-ვე Abrams-ის ტანკი უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალები ადასტურებს.

აშშ-ის ევროპისა და აფრიკის ძალების სპიკერი, მარტიმ ოდონელმა ამერიკის ხმასთან ასევე თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები, რომელთა გადამზადებაც ხდებოდა გერმანიაში, უკრაინაში დაბრუნდნენ. 

"ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება. აქედან მოყოლებული, მათი [უკრაინა] გადასაწყვეტია, როდის და როგორ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს". – ამბობს ოდონელი.

19 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ უკრაინა მალე M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს მიიღებდა. ლოიდ ოსტინმა უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებაზე გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე პენტაგონის შეხვედრის გამხსნელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

 

კომენტარები