ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

უკრაინისა და ისრაელისთვის ერთდროულად დახმარება შეგვიძლია - აშშ-ს ხაზინის მდივანი

აშშ-ის სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი
newyorker.com

ბრიტანულ გამოცემა Sky News-სთან ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა ინტერვიუ 16 ოქტომბერს მისცა. მან კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამერიკას სამხედრო დახმარება ისრაელსა და უკრაინას ერთდროულად მიაწოდოს, უპასუხა, რომ ამერიკას სავსებით შეუძლია ამის უზრუნველყოფა. 

"ამერიკას უდავოდ აქვს უნარი ისრაელის გვერდით დადგეს და მხარი დაუჭიროს მის სამხედრო საჭიროებებს. ჩვენ ასევე გვაქვს შესაძლებლობა და მოვალეობა უკრაინას რუსეთთან ომში დავეხმაროთ", - თქვა იელენმა. 

იელენმა ასევე დაამატა, რომ აშშ-ს ეკონომიკა განსაკუთრებით კარგ მდგომარეობაშია. 

კომენტარები