პრეზიდენტის იმპიჩმენტი

სარჯველაძე ზურაბიშვილზე: ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო

ეს ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რაც პრეზიდენტმა ამ გამოსვლის დროს გააკეთა - და არა მხოლოდ ამ გამოსვლისას - ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი [...] ოპონენტების შერჩევა და შემდეგ რაღაც არასწორი იარლიყებით მონათვლა აუცილებელი არ არის. მგონია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მის მდაბიო დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას - "პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად". - თქვა პრეზიდენტმა უმრავლესობის დეპუტატებზე.

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

კომენტარები