რუსული ოცნების შოუ გრძელდება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც ოცნებამ წარადგინა მოსამართლეები, დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ოღონდ, სიტუაცია ერთგვარად ტრაგიკომიკურია, თვითონ დააკომპლექტეს სასამართლო, თვითონ დაწერეს კონსტიტუცია, თვითონ აირჩიეს ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი. არ მოეწონათ მისი ვიზიტი ბრიუსელში და ამის გამო ცდილობენ, რომ მოახდინონ ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ამ თანამდებობიდან.
tbl.ge/6k01
დაკოპირდა
ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- კობახიძე პრეზიდენტზე: გუშინ გამოგვეცხადა პავლიკ მოროზოვად, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე
- მიქანაძის აზრით, მომავალში ზურაბიშვილის სისხლის სამართლებრივი დასჯა გამორიცხული არაა
- ნაცვლიშვილი: ბევრს დაგვრჩა იმის დანაკლისი, რომ ივანიშვილი გამოსვლაში ნახსენები არ იყო
- მაჭარაშვილი: დღეიდან პრეზიდენტი არის, როგორც მინიმუმ, ფრთამოტეხილი
- ანა ბუჩუკური იმპიჩმენტზე: ვნახეთ შემდეგი რამ - ლუზერები და უზრდელები